გენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

გენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართაშოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: “ფესვები”, “მიწის ჭრილობა”, მწუხრის არაბესკები”, “მესამე თვალი”, “ასი სონეტი”, “რეკვიემი”, “ისევ რეკვიემი”, “ერთტომეული”. მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. იგი სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, მწერალთა კავშირის მდივანი, ალმანახ “ეგრისის” რედაქტორი, ჟურნალ “რიწის” პასუხისმგებელი მდივანი. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა. ამჟამად არის აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

გენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

გენო კალანდია იყო საქართველოს პარლამენტის მე-2, მე-3, მე-4 მოწვევის დეპუტატი, უგზო-უკვლო დაკარგულთა მოძიების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. გენო კალანდიას საუბილეო საღამოში მონაწილეობა მიიღეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლ “რუსთავმა,” აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “აფხაზეთმა,” აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, ჯგუფ “ფორტემ,” ბორის ბედიამ. მის ლექსები წაიკითხეს მსახიობებმა: მარინა კახიანმა, მურმან ჯინორიამ, მერაბ ყოლბაიამ, გიორგი გასვიანმა, ნინო შავგულიძემ, დათო ბერაძემ. საიუბილეო საღამოზე პოეტის ლექსების ორტომეულის პრეზენტაცია გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს მთავრობამ ციხიდან გაქცეულ მკვლელებზე ჯილდო დააწესა
შემდეგი სტატია“ჩემი პატიმრობა პრემიერმა მოითხოვა,” – გიორგი ოქროპირიძე