გედევან ფოფხაძე: შალვა აღარ ტოვებდა საზოგადოებისთვის საშიშის შთაბეჭდილებას

პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის პატიმრობის პერიოდზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელიც “უდო”-ს კომისიის წევრი იყო, შალვა აბულაძის საკითხის განხილვას იხსენებს.

“როგორც მახსოვს, შალვა 8 წელი იჯდა ციხეში, ცოტა ქონდა უკვე დარჩენილი. რამოდენიმეჯერ მოხდა მისი საკითხის განხილვა და აღარ ტოვებდა საზოგადოებისთვის საშიშის შთაბეჭდილებას.” – აცხადებს კურიერთან სატელეფონო საუბარში გედევან ფოფხაძე.

შალვა აბულაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის 23 ნოემბერს დატოვა. მას 20 წლიანი პატიმრობა ქონდა მისჯილი. თუმცა, ჯერ ამნისტიის კანონით პატიმრობა გაუნახევრდა, შედგე კი “უდო”-ს კომისიამ ის 1 წლით ადრე გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობაში ეჭვმიტანილი აბულაძის და: ამ ყველა სიბინძურეს და საშინელებას ვემიჯნები
შემდეგი სტატია“მთავრობა შეკრულია მათთან” – პანკისელები ხელისუფლებას მოუწოდებენ