გედევან ფოფხაძე პრეზიდენტისგან ჭკუის დარიგების საჭიროებას ვერ ხედავს

“როდესაც პრეზიდენტი შევიდა სასახლეში, მას ჩემთან კონსულტაციები არ გაუმართავს და არ მგონია, რომ ახლაც კონსულტაციისათვის მეძახდეს. ალბათ ისევ დარიგების მიზნით დამიძახებს. და მე არ მგონია, რომ იმის საჭიროება იყოს, რომ მე ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ჭკუა დამარიგოს,”- ასე პასუხობს საპარლამენტო ურმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე კითხვას: აპირებს თუ არა შეხვდეს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს.

შეგახსენებთ ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით 22 ოქტომბერს, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ ძალებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები გამართა. პრეზიდენტმა შეხვედრის სურვილი გამოთქვა მმართველი პარტიის წევრებთანაც. თუმცა ამ დრომდე „ქართული ოცნების“ წევრები პრეზიდენტს არ შეხვედრიან.

banner
წინა სტატიაშისოფელ წერაქვში მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის 135 იუბილეს აღნიშნავენ
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარების პირველი ვიდეო მასალა