გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის ოჯახი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის ოჯახი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს. მათი თქმით, ამ დრომდე არ არის დაკითხული მთავარი მოწმე გიორგი კაჭარავა, რომელიც იმავე საკანში იმყოფებოდა, სადაც ფარტენაძე ცემით მოკლეს.

ოჯახის წევრები ასევე ითხოვენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დიმიტრი დარბაისელის პასუხისგებაში მიცემას. ოჯახის მტკიცებით, პატიმრები რომლებმაც გიგა ფარტენაძე ცემით მოკლეს ფსიქიკურად დაავადებულები არიან.

გიგა ფარტენაძის საქმე პროკურატურამ ერთი წლის წინ გახსნილად გამოაცხადა. ბრალი – სამ თანამესაკნეს წაუყენეს. მათ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებებში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” ძალოვან მინისტრებთან შეხვედრა დატოვა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ვერავინ მაგებინებს ამაზე პასუხს