გეგი ნიჟარაძე მის წინააღმდეგ გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობის დადგენას ითხოვს

თბილისის მერიის ზედამხდეველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე მის წინააღმდეგ გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობის დადგენას ითხოვს.

როგორც გეგი ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის თანამშრომლებზე ზეწოლის რაიმე ფაქტს უარყოფს.
“არ ვიცი რომელმა თანამშრომელმა გაავრცელა, მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომელთაც საქმე არ აქვთ, სხედან ბნელ ოთახებში და წერენ გაურკვეველ ხმებს. ვითხოვ ჩანაწერების ავთენტურობა დაადგინონ. უსაფუძვლოდ თბილისის მერიიდან თანამშრომელი არ გამითავისუფლებია. თანამშრომლებზე ძალადობას არ მივესალმები და უარვყოფ ჩემი მხრიდან”, – განაცხადა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიატორმა” ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ორგანიზაციის წარმომამდგენლების მტკიცებით, ვიდეო ჩანაწერებში სწორედ გეგი ნიჟარაძე მონაწილეობს და აიძულებს მერიის ერთ-ერთ თანამშრომლეს დატოვოს დაკავებული თანამშრომლობა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს
შემდეგი სტატიასამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან აქცია გაიმართა