გებელსის მემკვიდრე მის ციტატებზე ფულს ითხოვს

ჰიტლერის პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის მემკვიდრემ ამერიკულ გამოცემა ,,Random House,,ს სასამრთლოში უჩივლა და გებელსის ბიოგრაფიის შესახებ გამოქვეყნებულ წიგნში შესული ციტატების გამო ფულადი ანაზრაურება მოითხოვა.

,,ბიბისის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაცისტი მინისტრის იალმარ შახტის ქალიშვილი კორდულა შახტი 2015 წლის ბოლომდე ფლობს უფლებებს გებელსის დღიურებზე, რომლიდანაც ამოკრეფილი ციტატები ამერიკულმა გამოცემამ გამოიყენა.

ამერიკული გამოცემა, თავიდან მზად იყო გადაეხადა ციტატების გამო თანხა… თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და განაცხადეს, რომ მორალური მოსაზრებებით არ აპირებენ ნაცისტისა და სამხედრო დამნაშავის მემკვიდრეს რამე გადაუხადონ, აცხადებს ,,ბიბისი,,

banner
წინა სტატიაშიხვალ ბათუმში მუსლიმები და ქრისტიანები ასირიელთა დასაცავად გამოვლენ
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძემ სიმაური დაასაქმა