გაწყვეტს თუ არა უკრაინა რუსეთთან ეკონომიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებს?

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრაუკრაინა რუსეთთან ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას არ აპირებს- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა.

“ბევრს საუბრობენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, თუმცა ვერავინ განმარტავს, როგორ შეიძლება ეს დასახული მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში მოლაპარაკებები უშუალოდ შუამავლების მეშვეობით გაიმართება და მეეჭვება საკითხი, რომელიც ჩვენ გვეხება, ჩვენს გარეშე უკეთესად გადაწყდეს”, – განაცხადა კლიმკინმა.

ამასთან, მისივე თქმით, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში პრობლემები შეექმნებათ უკრაინის მოქალაქეებსაც, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, რამდენადაც საკონსულო და დიპლომატიური სამსახურები აღარ იმუშავებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტის გადასაწყვეტია მისი მოხსენება როდის წარედგინოს საქართველოს პარლამენტს