გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფოს სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს ჩაანაცვლებენ სპეციალურად მომზადებული, საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფოს სამსახურების წარმომადგენლები.

“სტიქიის შემდეგ გასულია რამდენიმე დღე, ბევრ უბანზე არის დამდგარი წყალი, სტიქიის ზონებში კიდევ რჩება დაღუპულ ცხოველთა ნეშტები, მომატებულია ჰაერის ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ნორმები და ეპიდემიის ან ინფექციის გავრცელების საშისროება მინიმუმამდეა დაყვანილი, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ცივი წყლით, პირველადი ჰიგიენური საშუალებებით, სამედიცინო მომსახურებითა და სესაბამისი აღჭურვილობით, გუშინ რამდენიმე მოხალისეს მაღალი ტემპერატურის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა. რამდენიმე მათგანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ყოველგვარი რისკის ნულამდე დაყვანის მიზნით, ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს ჩაანაცვლებენ სპეციალურად მომზადებული, საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფოს სამსახურების წარმომადგენლები. ასევე გეტყვით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები წიტელი ჯვრის ორგანიზაციასთან, რომელიც მოხალისეებს ჩართავს და გაუწევს მათ კოორდინაციას დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად”,- განმარტავენ კრიზისების მართის საბჭოში.

banner
წინა სტატიაშიროგორ გავარჩიოთ ვეფხვის, მგლის, დათვის და ძაღლის ნაკვალევი- ზოოპარკი ფოტომასალას ავრცელებს
შემდეგი სტატიაწეროვანსა და რეხაში მტაცებელი ცხოველის არსებობა არ დადასტურდა