გაცეცხლებული ჩურკინი უკრაინაში ფართომასშტაბური შეჭრით იმუქრებოდა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგნელმა გაერო-ში, ვიტალი ჩურკინმა, უკრაინა შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში დაადანაშაულა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგნელმა გაერო-ში, ვიტალი ჩურკინმა, უკრაინა შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში დაადანაშაულარუსეთის წარმომადგენელი გაეროში ვიტალი ჩურკინი დარწმუნებულია, რომ ნადეჟდა სავჩენკოს ბედი მეტად გულდასაწყვეტი და დასანანი იქნებოდა, ის აშშ-ში რომ დაეჭირათ.
„გაკვირვებული ვარ უშიშროების საბჭოს კოლეგების მცირე ინფორმირებულობის გამო. აი, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა, ელჩმა ლაიალ გრანტმა პირდაპირ მკითხა, რატომ არის დაჭერილი ნადეჟდა სავჩენკო. თქვენ რა, გაზეთებს არ კითხულობთ თუ რა ხდება? ის ორი ჟურნალისტის მკვლელობის თანამონაწილეობაშია ბრალდებული. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ძალიან უცნაური იყო სავჩენკოს განთავისუფლების მოთხოვნა აშშ-სგან. იურისპურუდენციის და პენიტენციალური სისტემის ამერიკული მაგალითი არასდროს იყო ჰუმანური. გარწმუნებთ, ძვირფასო კოლეგებო, ბევრს ეს ესმის: ნადეჟდა სავჩენკო რომ იგივე სიტუაციაში აღმოჩენილიყო აშშ-ში, მისი ბედი ბევრად მეტად გულდასაწყვეტი და დასანანი იქნებოდა და ის დღის სინათლეს ვერასდროს დაინახავდა. “
ჩურკინი ამაზე არ გაჩერებულა და თქვა: „აშშ-ს თვისებაა მთელ მსოფლიოში რუსეთის მოქალაქეების მოპარვა, პროვოკაციულად არაგონიერი პრეტენზიების წამოყენება. „
სიტყვის დასასრულისკენ ჩურკინმა აღნიშნა: “მინდა გაგახსენოთ რითი დასრულდა 2008 წელი საქართველოსთვის. თუკი უკრაინის ხელისუფლება არ დაფიქრდება და არ გაჩერდება, გარწმუნებთ, ყველაფერი მეტად დამამწუხრებელი გახდება“

 

banner
წინა სტატიაშიქართველი კურსანტების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს
შემდეგი სტატიამასშტაბურ ყაჩაღობებში ეჭვმიტანილი პირები დაკავებული არიან