“გაფრთხილებული ვარ, რომ დეტალებისგან თავი უნდა შევიკავო”- ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება.

ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ დატოვა პროკურატურის შენობა. საგამოძიებო უწყებაში ის დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა და გამოძიების კითხვებს პასუხობდა.

შენობის დატოვების შემედგ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ნიკა გვარამიას თქმით, კითხვები შეეხებოდა ალექსი ახვლედიანის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას.

„გაფრთხილებული ვარ, რომ დეტალებისგან თავი უნდა შევიკავო, ბუნებრივია ვემორჩილები ამ მოთხოვნას, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ და რაზეც თანხმობა მივიღე არის ის, რომ დამატებითი კითხვები იყო გამომდინარე ალექსი ახვლედიანის ჩვენებიდან,“ – განაცადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია: “როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი”
შემდეგი სტატიაუმცირესობა საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრება- დავით ბაქრაძე მიზეზებს ასახელებს