გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა შს მინსტრთან შეხვედრას ითხოვს

2012 წელს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა ცინარა აბულაძე, ოჯახის წევრებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფება და მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

“ჯერჯერობით ვიცდით…გვითხრეს მინისტრთან შეგახვედრებთო. ჩემი შვილის საქმის გამოძიება დასრულებულია, მაგრამ არაფერს მეუბნებიან, სულ მატყუებენ. სანამ სიმართლეს არ მეტყვიან აქედან წასვლას არ ვაპირებ”, – აცხადებს ცინარა აბულაძე.

ანაკლიის მკვიდრი გოგიტა აბულაძე სახლიდან 2012 წლის 18 ივნისს გავიდა. ის სამსახურში, სასტუმრო „ანაკლიის“ მიმართულებით წავიდა, სადაც ინჟინერ-ტექნიკოსად მუშაობდა. აბულაძის გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ მშობლებმა სახლში, მისი წერილი შემთხვევით იპოვეს, სადაც წერია: „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ“. აბულაძის ახლობლები აცხადებენ, რომ წერილში ნახსენები მალხაზ პაჭკორია, სამეგრელო-ზემო სვანეთში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ პაჭკორიაა. გაუჩინარებულის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციებს უკვე ორ წელზე მეტია მართავნენ. ისინი ხელისუფლებისგან საქმის გამოძიებასა და გაუჩინარებულის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშისოსო რობაქიძე – თუ გირაოთი ვინმე გამოვიდა, სასამართლოს უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ
შემდეგი სტატიაიორდანიამ ისლამურ სახელმწიფოს უპასუხა