გატაცება გალის რაიონში

გალში გადასვლა შესაძლოა ერთჯერადი საშვებით მოხდესრამდენიმე დღის წინ, ღამის 12 საათზე ნიღბიანმა პირებმა სოფელ ოქუმის მკვიდრი, ეროვნებით ქართველი ჯუსტან მესხია, სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს . გავრცელებული ინფორმაციით, გატაცების მიზეზად სახელდება მისი პერიოდული და ხშირი გადმოსვლა ზუგდიდში.როგორც ადგილობრივები აცხადებენ მას გასაყიდად ზუგდიდში გადაჰქონდა ადგილობრივი ნაწარმი, რომელსაც ზუგდიდის ბაზარში აბარებდა.მესხიას ოჯახს გამტაცებლები მეორე დღეს დაუკავშირდნენ და 100 ათასი რუბლის გადახდა მოსთხოვეს.თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მათ გამოსასყიდის სახით გადაიხადეს 50 000 რუსული რუბლი.ამ დროისთვის გატაცებული საკუთარ სახლში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიკობა ხაბაზი: უნდა ვაღიარო, რომ ჩანაწერებში ნამდვილად ჩემზეა საუბარი“
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: “ვაი, ვაი, ეს უტვინო და უთავმოყვარეო მავნებლები”