“გარკვეული სხვა მიზეზები იყო, მაგრამ რა, არ ვიცი”- დავით საგანელიძე ოლიმპიადის გახსნისას პრეზიდენტის არყოფნაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის აზრით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნაზე პრეზიდენტის არყოფნა არა მისი სიტყვით გამოსვლის საკითხთან, არამედ “გარკვეულ სხვა მიზეზებთან” უნდა იყოს დაკავშირებული.
“ოლიმპიური კომიტეტის მიერ როგორი მოსაწვევი იყო გაგზავნილი, როგორ იყო დღის წესრიგი შედგენილი – ამ საკითხში არ ჩავერევი. ერთი რამ ვიცი, რომ სიტყვით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი და საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გამოდიან. სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნებოდა და ამ საკითხს არავინ დასვამდა. გარკვეული სხვა მიზეზები იყო, მაგრამ რა, არ ვიცი”, – განუცხადა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად დავით საგანელიძემ.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნას გუშინ გიორგი მარგველაშვილი არ დაესწრო. ფესტივალის დაწყება პრეზიდენტმა საზოგადოებას “ფეისბუქით” მიულოცა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: გული დამწყდა პრეზიდენტის არყოფნის გამო
შემდეგი სტატია„ეს ვერ იქნება გრძელვადიანი დახმარების პროექტი, თუ სახელმწიფოს არ ექნება კრიზისიდან გამოსვლის გეგმა“ – რატიანი სუბსიდირებაზე