“გარემოს ზემოქმედების შეფასება არ მომხდარა საერთოდ” – ნინო ჩხობაძე

"გარემოს ზემოქმედების შეფასება არ მომხდარა საერთოდ," - ნინო ჩხობაძეგარემოს დამცველები მომხდარის მიზეზად ესტაკადის მშენებლობისას მისი გარემოზე ზემოქმედების გაუთვალისწინებლობას ასახელებენ. ამის შესახებ განცხადება ნინო ჩხობაძემ გააკეთა.

“გარემოს ზემოქმედების შეფასება არ მომხდარა საერთოდ. შესწავლა არ იყო ბოლომდე დასრულებული, როდესაც მშენებლობა დაიწყო. ჩვენ ერთადერთი ამას ვითხოვდით, რომ გააკეთეთ შესწავლა და მერე დაიწყეთ მშენებლობა, მაგრამ ვადებში ვეღარ ეტეოდნენ. რადგან, რეალურად გმირთა მოედანი რომ დანგრეულია, დღეს რომ ასეთი სიტუაციაა, ყველა ეს მონაცემი პროგნოზირებასთან მიმართებაში არსებობდა,” – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ე.წ ახალი გზის პროექტის ავტორი კი ამტკიცებს, რომ ეკოლოგების ინიციატივა გათვალისწინებული იყო და თბილისში მომხდარს წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებს.

"გარემოს ზემოქმედების შეფასება არ მომხდარა საერთოდ," - ნინო ჩხობაძე

ბრალდებებს პასუხობს ირმა ნადირაშვილიც. ნაციონალური მოძრაობა ყველას ურჩევს, პოლიტიკური ქულების დაწერას, დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე იზრუნოს.

“ახლა არ არის იმის დრო, რომ ან ნინო ჩხობაძემ ან ხელისუფლების რომელიმე წევრმა გამოიყენოს თავისი ცნობილი უტიფრობა. ისინი ხან 9 თვის ბავშვის მკვლელობას გვაბრალებენ, ეს ახალი თემაა. მაგრამ ვფიქრობ, ახლა ის დროა, როდესაც ხალხის დახმარებაზე უნდა იყვნენ გადართული და არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე,” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკოტე მჭედლიშვილი: გმირთა მოედანზე კოლაფსი მოხდება და თბილისი ჩაკვდება
შემდეგი სტატიასაქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ სახელმწიფო დროშები დაეშვება