გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ცეცხლი ტყის მასივის 3 ჰექტარ ფართობზეა მოდებული

“მიმდიანრე წლის 30 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე, სოფელ დვირის მიმდებარედ, გაჩენილმა ხანძარმა მოიცვა 4-5 ჰა ფართობი, რის შედეგადაც დაზიანდა ბუჩქნარი, მოზარდ-აღმონცენი და დაიწვა 1ჰა-მდე ნაძვნარი კორომი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელშიც შედის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის, სამაშველო სამსახურისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობაც. ამ დროისათვის 2 ვეტმფრენის მეშვეობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი ლიკვიდირება”– ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიპროტესტის ნიშნად დევნილმა და ორმა სოციალურად დაუცველმა პასპორტი და დევნილის მოწმობა დახიეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები დავით უსუფაშვილს მიმართავენ