გარდაცვლილი ჟურნალისტის მამის მიმართვა ობამას

გარდაცვლილი ჟურნალისტის მამის მიმართვა ობამას

გარდაცვლილი ჟურნალისტის მამის მიმართვა ობამასტელეკომოანია WDBJ7-ის ჟურნალისტის 24 წლის ელისონ პარკერის მამამ, რომელიც ორი დღის წინ ოპერატორთან ერთად პირდაპირ ეთერში დახოცეს, აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას მოუწოდა იარაღის ფლობის და გაყიდვის შესახებ კანონს გადახედოს და ზომები გაამკაცროს.
ენდი პარკერის თქმით, ხელისუფლებამ კანონს უნდა გადახედოს და მოახდინოს პრობლემების ლიკვიდაცია, რომ იარაღი ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების ხელში არ მოხვდეს.

“ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უნდა გააკეთოთ ეს. გთხოვთ, გააკეთეთ ეს. გააკეთეთ ეს ჩვენთვის და სხვებისთვის, რომ მათ თავიანთი ადამები და ელისონები არ დაკარგონ” – თქვა მან, რომელმაც ადამში ადამ უორდი იგულისხმა, ოპერატორი, რომელიც პარკერთან ერთად დაიღუპა.
როგორც დაღუპული ჟურნალისტის მამამ განაცხადა, ის მზად არის კანონის ლობირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. მან იმედი გამოთქვა, რომ ინიციატივას მედია ინდუსტრია დაუჭერს მხარს, რადგანაც მათ “ერთ-ერთი თავისიანი დაკარგეს ამ კანონის გამო”.
დაღუპული კოლეგის პატივსაცემად ამერიკული ტელეარხის თანამშრომლებმა დაღუპულებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

banner
წინა სტატიაშიშეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილია პოლიციის გენერალი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა
შემდეგი სტატიალევან გვაზავას ინგოროყვას კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება