განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ქალაქ თბილისის მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ის მუშაობას თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში გააგრძელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვინ დაიკავებს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას. შერჩეულ კანდიდატურას დედაქალაქის მერია შესაბამისი პროცედურების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის საკრებულოს, რომლის თანხმობის შემდეგაც მოხდება მისი ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის გადადგომის შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ავთანდილ სუდაძე პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას და ამ დროისთვისაც სტიქიით დაზიანებულ ობიექტებზე გაწმენდით სამუშაოებს უწევს კოორდინირებას”-აღნიშნნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები რომის პაპს აღიარების საკითხზე შეხვდნენ
შემდეგი სტატიასისხლიანი თავდასხმა ტუნისში… გარდაცვლილთა შორის უცხოელებიც არიან