განხეთქილება უმრავლესობაში – ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა დღეს გაიმართება

მმართველ კოალიციაში განხეთქილებაა. დეპუტატების ნაწილი დავით საგანელძეს ერთპიროვნული და არაკოორდინირებული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

სწორედ ამ თემაზე დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა გაიმართება. სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისშია დაგეგმილი.

დეპუტატი ელისო ჩაფიძე უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის, გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 19 დეპუტატის განცხადება არ არის რომელიმე ადამიანის წინააღმდეგ მიმართული.

“არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გვაინტერესებს შეხვედრის დეტალები, რაზე მოხდა შეთანხმება. ჩვენი პროტესტი არ არის ბატონი დავითის წინააღმდეგ მიმართული,”- აცხადებს ელისო ჩაფიძე ჟუნრალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადავით დარჩიაშვილი: “ქართული ოცნების” წევრებს ერთმანეთთან ფული და ძალაუფლება აკავშირებთ