„განსაკუთრებული საფრთხეები მოსალოდნელია ჩემს წინააღმდეგ“ – ირაკლი ფირცხალავას მეუღლე

ირაკლი ფირცხალავას მატროსოვიდან გლდანის ციხეში გადაყვანა არის უკანონობა და დანაშაული!!!

პროკურატურის მიერ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობისთვის დაკავებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია აცხადებს, რომ ის დღეიდან თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს, რადგან ის, შესაძლოა შურისძიების ობიექტი გახდეს იმ კრიმინალების მხრიდან, ვისაც მისი მეუღლე ებრძოდა. „სახელმწიფო დღეს გახდა მკვლელების, ყაჩაღების, მძარცველების, ნარკოტიკებით მოვაჭრეების და გამტაცებლების ოფიციალური ადვოკატი. ამ ქვეყანაში დღეიდან ვერცერთი მოქალაქე უსაფრთხოდ თავს ვერ იგრძნობს, ეს რასაკვირველია პირველ რიგში გვეხება მე და ჩემს შვილებს, რამდენადაც ჩემი მეუღლე ამ ჩამოთვლილი დამნაშავეების გარდა, ებრძოდა ღიად, პერსონალურად, კანონიერ ქურდებს და ქვეყნის მოღალატეებს. აქედან გამომდინარე განსაკუთრებული საფრთხეები და დარტყმები მოსალოდნელია ჩემს წინააღმდეგ,“ – განაცხადა ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ.

banner
წინა სტატიაშივაზაგაშვილის და ხუბულოვის მისამართით საკონტროლო გასროლა გიორგი ცააძემ განახორციელა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა ლომჯარიას, კოჟორიძისა და გიგაურის კრიტიკას შეშფოთება