განთავისუფლებული ჟურნალისტი:  ვგრძნობ სიმსუბუქეს და აღშფოთებას

“ალ-ჯაზირას” ციხიდან გათავისუფლებული   ჟურნალისტის პიტერ გრესტეს თქმით, თავისუფლებაზე ყოფნით თავს მსუბუქად გრძნობს, ამავე დროს განიცდის საშინელ აღშფოთებას იმის გამი, რომ მისი ორი კოლეგა ისევ ციხეშია.

გრესტემ ეგვიპტეს ციხეში 400 დღე გაატარა. ის, ისევე, როგორც მისი ორი კოლეგა მოჰამედ ფახტი და ბაჰერ მოჰამედი , 2013 წელს დაიჭირეს.

„ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში გრესტემ საკუთარ გათავისუფლებას ეგვიპტელი სამართალდამცველების მხრიდან „დიდი წინგადადაგმული ნაბიჯი“ უწოდა.

მოჰამედ ფახტი ეგვიპტეს და კანადის მოქალაქეა. ქაიროს სამთავრობო წყაროების თქმით,  ეგვიპტის მოქააქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო მას გაანთავისუფლებას. კანადის საგარეო საქმეთა მინსტრმა გუშინ განაცხადა, რომ მოჰამედ ფახტის გათავისუფლება მოსალოდნელია ყოველ წამს.

ბაჰერ მოჰამედის შეასხებ ჯერჯრობით კონკრეტულად ვერაფერს ამბობენ.

ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს“ მონაცემებით მიმდინარე მომენტში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას 165 ჟურნალისტია დაკავებული, 15 მათგანი – ეგვიპტეში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები ქართულ სპეცსამსახურებს ბანდიტიზმში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს?