განათლების სამინისტროში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ გახსნა.

სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები და მოწვეული პირები იღებდნენ მონაწილეობას.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის: Microsoft-ის ინოვაციები უმაღლეს განათლებაში; პლაგიატი საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პრევენცია და ბრძოლა, ასევე იქნა განხილული სხვა მიმდინარე საკითხები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული რექტორთა საბჭოს კომპეტენციას წარმოადგენს ერთიანი პოლიტიკის გატარებისას, სამინისტროსათვის კონსულტაციის გაწევა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით და რეკომენდაციების მომზადება საკანონმდებლო აქტებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების დახვეწის საკითხებში.

რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყევტილებები. აღნიშნულ რეჟიმში საბჭო მომავალშიც გამართავს შეხვედრებს და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის აუცილებელ თემებს განხილვას.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – საქართველო პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას
შემდეგი სტატია„ეს კეთდება იმისთის, რომ როგორმე არჩევნების წინ „რუსთავი 2“ გააჩუმონ“