განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და სკოლების ინსპექტირება დაიწყო

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და სკოლების ინსპექტირება დაიწყო

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და სკოლების ინსპექტირება დაიწყოსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპქეტირება დაიწყო.
საუბარია ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე, რომელსაც სკოლის მოსაწევლეებიც დაესწრნენ.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სამეგრელოში სკოლის მოსწავლეთა დასწრებას არასამთავრობო ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” მოწყობილ ფილმის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის N290, N291 და N292 ბრძანებების თანახმად, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპქეტირება.
სამინისტრო მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა, რადგან სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და მის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა საჯარო უწყებისთვის სკოლის პოლიტიზაციის ნებისმიერი გამოვლინება, პრინციპულად მიუღებელია.
სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვებისა და მოზარდების დაშვებას მათთვის შეუფერებელ, მძიმე შინაარსის ინფორმაციასთან. შესაბამისად, როგორც მასწავლებელი, ასევე დირექტორი, სკოლის ადმინისტრაცია და რესურსცენტრი ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები, სკოლის შინაგანაწესი და კანონი, რომლის დარღვევაც არავის ეპატიება.
სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდნენ ბავშვები ფილმის ჩვენებაზე და თუ დადასტურდა, რომ ამ პროცესში რაიმე ფორმით უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, უმოკლეს დროში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული”, – ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის კულტურის ცენტრში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის “სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა” ჩვენების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო და ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მოსწავლეები ამბობდნენ, რომ მათ კლასის დამრიგებელმა უთხრა, რომ შეხვედრაზე წასვლა დირექციის მოთხოვნა იყო. ანალოგიური ჩვენება ფოთშიც გაიმართა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი: ,,ჭორების გარეშე ცხოვრება მოსაწყენია,,
შემდეგი სტატიაკატეგორიულად ვგმობ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს–ირაკლი ღარიბაშვილი