განათლების სამინისტროსთან აქცია იმართება

სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლების მინისტრი ულოცავს

განათლების სამინისტროსთან მიმდინარე გამაფრთხილებელ აქციაზე მშობლები განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ სამინისტროდან წარმომადგენელი გამოვიდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მინისტრი დეპუტატ კობა სუბელიანსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. თუმცა, მშობლები და თავად კობა სუბელიანი აცხადებენ, რომ აღნიშნული აქცია მშობელთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული და მინისტრი რამდენიმე მშობელს მაინც უნდა შეხვდეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი იზიარებენ კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციატივას, თუმცა მხოლოდ დეპუტატის მინისტრთან შეხვედრა პოლიტიკურ კონტექსტში აღიქმება, რადგან მინისტრსა და სუბელიანს ყოველთვის შეუძლიათ ერთმანეთს შეხვდნენ.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ განათლების მინისტრმა ამ შემთხვევაში, მშობლებს უნდა მოუსმინოს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ამ წუთებში მშობელთა საინიციატივო ჯგუფის გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტარებს იმ კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომლებიც სკოლაში იმ ბავშვების დაშვებასაც ითვალისწინებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე ბრიუსელში კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა