განათლების მინისტრმა უნივესრიტეტის დაზიანებული ლაბორატორია მოინახულა

სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა დღეს განათლების მინისტრი. თამარ სანიკიძემ უნივერსიტეტის ლაბორატორია დაათვალიერა. მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ მძიმე ტექნიკის სამუშაოა იმისათვის, რომ ძირითადი ნარჩენების გატანისა და გაწმენდის შემდეგ, მოხდეს შენობის შემოწმება, თუ რისი აღდგენა და გაკეთება შეიძლება.

„ასევე, რაც მთავარია, შესამოწმებელია საფუძვლიანად, რომ დავიწყოთ კიდევ აქ ახალი ლაბორატორიის მშენებლობა, რამდენად მიზანშეწონილი იქნება, არის თუ არა უსაფრთხო. თუმცა, ჯერჯერობით შენობასთან ახლოს მისვლა შეუძლებელია,“ – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც.

„ეს არის სასწავლო ლაბორატორია, არსებობს 1962 წლიდან, აქ ტარდებოდა დაკვირვება მდინარე ვერეზე. გარდა ამისა, აქ ყოველწლიურად სასწავლო პრაქტიკას გადიოდა 560 სტუდენტი. აუცილებელია, რომ აღდგეს,“ – განმარტა ლადო პაპავამ.

banner
წინა სტატიაში“ყველა სამსახური არის მობილიზებული, ყველა ობიექტზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა,” – მინდია ჯანელიძე
შემდეგი სტატია„ეს უჩვეულო ფენომენია,” – იტალიელი გეოლოგის პირველი შეფასება