განათლების მინისტრმა ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი დაათვალიერა

განათლების მინისტრი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მათ შორისაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლი, რომელის რეაბილიტაციაც დასრულდა და უკვე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს სტუდენტებს.

ზუგდიდის უნივერსიტეტში 1000 -მდე სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას. სტუდენტთა 40 პროცენტზე მეტი სოციალურად დაუცველი და აფხაზეთიდან დევნილია. პირველ რიგში, სწორედ მათ მოემსახურება უფასოდ თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებელი. აქ იცხოვრებენ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უცხოეთიდან ჩამოსული პროფესორებიც.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთთან მოლაპარაკებები ჩაიშალა
შემდეგი სტატია13 ივნისის სტქიის დროს დაღუპულებს სომხეთში პატივი მიაგეს