გამოძიება ექსპერტების დასკვნის შემდეგ უნდა დაიწყოს – პრეზიდენტის პოზიცია

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება.

ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიცია და სურვილი იყო, რომ მას პირველ რიგში მოესმინა სპეციალისტების და ექსპერტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა.

კახა კოჯორიძის თქმით, კარგი იქნება, თუ პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყება მოხდება მას შემდეგ, რაც ექსპერტები და სპეციალისტები დადებენ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა.

„ჯერ უნდა განისაზღვროს კარგად რა მოხდა, ამას მიეცეს არა იურისტების, არამედ ამ დარგის სპეციალისტების შესაბამისი შეფასება,“ – განაცხადა კოჟორიძემ

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, მიზეზების დადგენამდე, კონკრეტული პირების დანაშაულზე საუბარი ნაადრევია.

„დარღვეული იყო ის სტანდარტები, რაც უნდა ყოფილიყო დაცული იმ ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს. თუ ეს ყველაფერი დადგინდება, რა თქმა უნდა პასუხი უნდა აგონ იმ ნორმისა და მუხლის შესაბამისად. ვიდრე არ დადგინდება, წინასწარ საუბარი კონკრეტული სახელების რა თქმა უნდა, დაუშვებელია,“ – განმარტა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაში50 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის „ჯვარი-ხორგას“ მშენებლობა იწყება
შემდეგი სტატიაქართველმა ახალგაზრდებმა ზოოპარკის დასახმარებლად ინტერნეტ კამპანია დაიწყეს