გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

შსს-ს თანამშრომლებმა რუსთავში გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. მათგან ორი აზერბაიჯანის, სამი კი საქართველოს მოქალაქეა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ფულის გამოძალვის მიზნით, დაგეგმეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს რუსეთის ფედერაციის ორ მოქალაქეს.

რუსეთიდან საქართველოში ნათესავის ქორწილში სტუმრად ჩამოსული ბიზნესმენები მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას ითხოვდნენ.

დაკავების შემდეგ, პოლიციამ გამოსასყიდი თანხის ნაწილი – 5 700 ამერიკული დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი მარტვილელ ამომრჩეველს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს წარუდგენს
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისი კომისია სასამართლო სისტემაში საქმეების ელექტრონული ფორმით გადანაწილებაზე იმსჯელებს