გამოცხადდება თუ არა საგანგებო სიტუაცია?- დავით ნარმანიას განცხადება

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუკხისას განუცხადა.
“საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საჭიროება, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არ არსებობს”, – განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა ისაუბრა ასევე სვანიძის ქუჩაზე სტიქიის ზარალის აღწერაზე და აღნიშნა, რომ კატეგორიულად ვერ დაეთანხმება იმას, რომ ზარალის სრული აღწერა არ მომხდარა.
“ყველა სახლი სვანიძის ქუჩაზე არის აღწერილი ჩვენი ქვემდებარე მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ. 25 სახლიდან 4 არის მკვეთრად ავარიულ მდგომარეობაში და შემდგომი მათი ექსპლუატაცია არის შეუძლებელი. ამიტომ, ისინი აუცილებელ დემონტაჟს ექვემდებარებიან. ყველა ოჯახში შესულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომლის ექსპერტებმაც გააკეთეს შეფასებები და დოკუმენტი ჩემს მაგიდაზე დევს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: საზოგადოება მთავრობა თანგანწირვით მუშაობდნენ
შემდეგი სტატიაუკრაინაში საბაჟოს უფროსად ირაკლი ქათამაძე დაინიშნა