,, გამომძიებლებს ასეთ სისულელეზე ივანიშვილის დაკვეთით აწვალებენ და დროს აკარგინებენ”

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

,,ივანიშვილი ვერ ჩაახშობს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც თავისუფლებას იცავს”-ეს განცხადება მოდულის შენობიდან გამოსულმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

“ საზოგადოებას მოსმენილი გაქვთ არაერთხელ, იგივე მოისმინეს ჩემგან ამ შემთხვევაში იმ გამომძიებლებმა, რომლებსაც ასეთ სისულელეზე ივანიშვილის დაკვეთით აწვალებენ და დროს აკარგინებენ. ეს პოზიცია არის ჩვენი საჯარო პოზიცია დიდი ხანია. ჩვენი ამოცანაა, რომ არ მივცეთ ივანიშვილს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ის დავამარცხოთ 2016 წლის არჩევნებში. მაგრამ ჩვენ მას არ მივცეთ საშუალებას, ძალადობის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც იცავს ჩვენს თავისუფლებას. ამ ვითარებში, პირველ რიგში, არის რუსთავი 2. თუ ის გააგრძელებს იმ ნაბიჯებს, რასაც ვხედავთ ამ ბოლო კვირებში, კონტროლირებადი მოსამართლის მიერ დაკვეთილი განაჩენით, ძალადობრივ აღსრულებას ამ გადაწყვეტილების, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს რუსთავი 2-თან მიმართებაში ”– განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2 საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის- საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატია,,სტალინის ძეგლების ქვეყანას, ევროპული ოჯახის წევრობაზე პრეტენზია ვერ ექნება,,