გამოკითხულთა 76% რუსეთს საფრთხედ, 18% კი – პარტნიორად მიიჩნევს

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 5% მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობას დადებითად, 85% კი, უარყოფითად. ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 18% რუსეთს პარტნიორად მიიჩნევს, ხოლო 76% საფრთხედ.

გარდა ამისა, კვლევაში მონაწილეთა 26% ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდა, 21%-ის აზრით კი, პირიქით, ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობა გაუმჯობესდა. რესპონდენტთა 44% მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იგივე ნიშნულზე დარჩა.

გამოკითხულთა 67%-ის შეფასებით, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება. 6% ფიქრობს, რომ დასრულდა და არ განახლდება, ხოლო 21%-ის აზრით, რუსეთის აგრესია დასრულდა და არსებობს განახლების საშიშროება.

banner
წინა სტატიაშიეკა ხარებავას რუსებმა ჯაშუშობის ბრალდებით 6 წელი მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაIRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად “ოცნება” მიაჩნია, 10%-ს – ენმ