გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

NDI -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 42 პროცენტმა აირჩია კატეგორია “არც ერთი პარტია”.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დაასახელა 14%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი 13%, კატეგორიაზე “არ ვიცი” – მოდის 8%, ხოლო გამოკითხულთა 7 %-მა პასუხზე უარი განაცხადა.
4-4% მოდის ირაკლი ალასანიას “თავისუფალ დემოკრატებსა” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე”, 3-3% ლეიბორისტულ პარტიასა და “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაზე”, დანარჩენი 3% კი ნაწილდება კატეგორიაზე “სხვა”.
ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო – 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიასაპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 13% “ნაციონალურ მოძრაობას”, 11% კი “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას