გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 35-მა % აირჩია კატეგორია “არც ერთი პარტია”. გამოკითხულთა 21% – მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად “ქართული ოცნება” დაასახელა, 13%-მა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 8%-განაცხადა, რომ არ იცის, 6%-მა კი პასუხისგან თავი შეიკავა.
“თავისუფალ დემოკრატებს” მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად ასახელებს გამოკითხულთა 5%, “ლეიბორისტულ პარტიას” 3%, დანარჩენები კი გაერთიანებულია კატეგორიაში “სხვა”.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს
შემდეგი სტატიაყველაზე ცუდად გამოკითხულები ფინანსთა სამინისტროს მუშაობას აფასებენ