გამოკითხულთა დიდი ნაწილის აზრით, ივანიშვილი ხელისუფლებაში კვლავ გადაწყვეტილების მიმღები პირია

გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად.

NDI-ს კითხვას ეთანხმებიან თუ არა, რომ ივანიშვილი კვლავ გადაწყვეტილების მიმღები პირია ხელისუფლებაში, 59 პროცენტი დაეთანხმა. მათგან 28 პროცენტმა განაცხადა, რომ სრულად ეთანხმება.

მოსაზრებას, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი, რაც თანამდებობიდან გადადგა, მხოლოდ 14 პროცენტი დაეთანხმა.

არცერთ მოსაზრებას არ დაეთანხმა 4 პროცენტი. 21-მა პროცენტმა კი განაცხადა, რომ არ იცის.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე, პრეზიდენტი ალასანია – ვინ მოსწონს ხალხს?!
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 19 პროცენტი