გამოკითხულთა აზრით, სტიქიის დროს ყველაზე ეფექტურად კახა კალაძის უწყებამ იმუშავა

სტიქიის შედეგად შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში საზოგადოება, სხვა უწყებებს შორის, ყველაზე მაღალ შეფასებას ენერგეტიკის სამინისტროსა და მის ხელმძღვანელს – კახა კალაძეს აძლევს.

შესაბამისი კვლევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის მიერ, 20-25 ივნისის პერიოდში ჩატარდა. კვლევის მიზანი იყო ზოგადი სურათის შექმნა, თუ როგორ გაართვეს კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფო ინსტიტუტმა და მისმა ხელმძღვანელებმა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს თავი.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საზოგადოებამ ყველაზე მაღალი შეფასება (4.12) მისცა ენერგეტიკის სამინისტროსა და მის ხელმძღვანელს – კახა კალაძეს (ვიცე-პრემიერი); მეორე პოზიციას (4.01), კვლევის თანახმად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იკავებს, ხოლო მესამე პოზიციას (3.75 ) შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თბილისში სულ 420 რესპოდენტი გამოიკითხა. შედეგები კი ასე გამოიყურება:

1 ქ. თბილისის მერია – დავით ნარმანია 2.81
2. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო – მინდია ჯანელიძე 1.76
3. შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური 3.75
4. თავდაცვის სამინისტრო – თინათინ ხიდაშელი 3.51
5. ენერგეტიკის სამინისტრო – კახა კალაძე (ვიცე-პრემიერი) 4.12
6. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – დავით სერგეენკო 4.01
7. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – სოზარ სუბარი 3.27
8. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – თამარ სანიკიძე 2.6
9. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – ნოდარ ჯავახიშვილი 2.92
10. ფინანსთა სამინისტრო – ნოდარ ხადური 2.99
11. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – გიგლა აგულაშვილი 3.42
12. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – გიორგი კვირიკაშვილი (ვიცე- პრემიერი) 3
13. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – ტარიელ ხეჩიკაშვილი 2.3

banner
წინა სტატიაშირიჩარდ ნორლანდი ნინო გიორგობიანს – ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი პროფესიონალიზმის წინაშე
შემდეგი სტატიახანძარი გეგუთის ქუჩაზე-დამწვარია რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორია