გამოკითხვა: რისი ეშინიათ ამერიკელებს 2015 წელს

გამოკითხვა: რისი ეშინიათ ამერიკელებს 2015 წელს

გამოკითხვა: რისი ეშინიათ ამერიკელებს 2015 წელსსოციოლოგებმა მეორე საყოველთაო გამოკითხვა ჩაატარეს აშშ-ში.
გამოკითხვით გაირკვა რისი ეშინიათ ამერიკელებს და რა არის ამ შიშების მიზეზი.

როგორც იუწყებიან, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1541 ინგლისურენოვანმა ამერიკელმა, რომლებიც 18 წელზე მეტი ასაკის იყვნენ. ანკეტის შევსებას 20-დან 25 წუთამდე დასჭირდა.

გამოირკვა, რომ ამერიკელებს ყველაზე მეტად თანამდებობის პირებს შორის კორუფციის ეშინიათ, ასევე კიბერტერორიზმის, პირადი მონაცემების გასაჯაროვების, ბიოლოგიური იარაღის, ეკონომიკური კრიზისის, სიღარიბის და საკრედიტო ბარათების თაღლითობის.
მეცნიერებმა ასევე დაასკვნეს, რომ გამოკითხულთა თითქმის 25%-მა გარკვეულ ლიდერს არჩევნებზე საკუთარი შიშის გამო მისცა ხმა, 10%-მა კი იმავე მიზეზით შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი.

ამერიკელების ნახევარს ბუნებრივი ან ტექნოლოგიური კატასტროფების ეშინია. 86% სჯერა, რომ პირველადი სამედიცინო დახმარება მის სიცოცხლეს გადაარჩენს.

გამოკითხვა ჩეპმენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.

banner
წინა სტატიაშიმომიტინგეებმა პარლამენტის შენობა დაბლოკეს
შემდეგი სტატიაშეიხი საქართველოსა და გაერთიანებულ საემიროებს შორის ბევრ საერთოს ხედავს