გამაფრთხილებელი გასროლა… ივანიშვილის მიმართულებით???

bank---რუსულ გამოცემა ,,ჟურნალისტკაია პრავდა,, აქვეყნებს ოლეგ შუკინის სტატიას სათაურით ,,გამაფრთხილებელი გასროლა – რატომ გააუქმეს ,,როსიისკი კრედიტის,, ლიცენზია,, რომელიც რუსეთის ცენტრობანკის მიერ 24 ივლისს, ქვეყნის  50 უდიდეს ბანკში შემავალი ბანკ ,,როსიისკი კრედიტისათვის,, ლიცენზიის გაუქმებას და საბანკო ოპერაციების უფლების ჩამორთმევას ეხება. ავტორის აზრით, ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული არარიგითი ნაბიჯია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის (ავტორის აზრით, დღემდე ამ ბანკის მფლობელის)  და სხვა პირების გაფრთხილებას ისახავს მიზნად… ,,თაიმერი,, გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს…

,,რუსეთის ცენტრობანკის მიერ ბანკ ,,როსიისკი კრედიტისათვის,, გენერალური ლიცენზიის უკან გაწვევა, არის არა იმდენად ფინანსური მოღვაწეობის ნორმების დარღვევით გამოწვეული ადმინისტრაციული ნაბიჯი, რამდენადაც პოლიტიკური. როგორც შიდა, ასევე  გერე-პოლიტიკური.

2012 წელს, მულტიმილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა,  ,,საქართველოს მიმართულებით,, სრულ გადორიენტირებასთან დაკავშირებით რუსეთში საკუთარი ბიზნესი გაყიდა და მათ შორის იყო ბანკი ,,როსიისკი კრედიტი,, რომელიც მასმედიის ცნობით, კერძო მეწარმეთა და ბანკირთა ჯგუფს  352 მლნ. დოლარად ერგოთ. ბაკის ახალ ბენეფიციართა შორის  ითვლებოდნენ IT კომპანია ,,ლანიტის,, მფლობელი გეორგი გენსი, სამრეწველო-სადაზღვევო კომპანია ,,ურალსიბის,, დამფუძნებელი და კომკავშირის ცეკას ყოფილი პირველი მდივანი ბორის პასტუხოვი, სადაზღვევო ჯგუფ ,,სპასკიე ვაროტას,, დამფუძნებელი ბორის ხაიტი, სააქციო ბანკი ,,გლობეკსის,, ყოფილი დამფუძნებელი ანატოლი მოტილევი, ვიქტორ ლუკიანოვი და ვლადიმერ ფაეროვიჩი. გარიგების ოფიციალური ფასი, რუსეთის ეკონომიკის პოსტკრიზისული სიტუაციის გათვალისწინებითაც,  კატეგორიულად შემცირებული ჩანდა, რამდენადაც ბანკის ნეტო-აქტივები იმ მომენტისათვის 12,46 მილიარდ რუბლს (380 მლნ. დოლარამდე) შეადგენდა, ხოლო ბანკის საკუთარი კაპიტალი, (ცენტრობანკის მოთხოვნებზე გათვლით) 8,14 მილიარდ რუბლი (250 მლნ. დოლარამდე) იყო.

,,როსიისკი კრედიტი,, 90 წლების საერთო ფონზეც არ იყო არც ისე უბრალო ბანკი… საბანკო ლიცენზია №324 ნომრით მას 1991 წლის 23 დეკემბერს გადეცა, საბჭოთა კავშირის კრახამდე ზუსტად ორი დღით ადრე, ხოლო მისი შტაბ-ბინა მოსკოვში სმოლენსკის ბულვარზე, რუსეთის საგარეო უწყების შენობის გვერდით, მოროზოვების ცნობილი სახლი გახდა. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ,,როსისკი კრედიტის,, ერთერთ დამფუძნებელს ვიტალი მალკინს ამ სტატუსიანი შენობის ხანგრძლივ არენდაში არტურ ჩილინგაროვი დაეხმარა, თუმცა უფრო დასაბუთებულად გამოიყურება ვერსია, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი-ედუარდ შევარდნაძის ხაზი იგულისხმება. ,,გეკაჩეპეს,, კრახის შემდგომ, 1991 წლის ნოემბერში, ,,თეთრი მელა,, საბჭოთა კავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელად დაბრუნდა… თვეზე ცოტა ხნით, მაგრამ ამ პატარა დროში მან ზალიან ბევრის გააკეთება მოასწრო… მათ შორის საბჭოეთის საგარეო უწყებასთან დაკავშირებული მოძრავი და უძრავი ქონების ნაკადების ორგანიზება.

,,როსისკი კრედიტს,, ედუარდ ამბროსოვიჩი განსაკუთრებულად და არაუბრალოდ  წყალობდა: ეს სტრუქტურა, ქართული წარმოშობის ავტორიტეტულ მეწარმეთა (რომელთაც ბოროტი და არაკომპეტენტური ენები, ასევე არაკეთილსინდისიერი კონკურენტები რატომღაც ,,ლავრუშკებს,, ეძახდნენ)  არამხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტი გახდა, არამედ ამ სტრუქტურამ მუშაობის პირველი დღეებიდან  გამოიჩინა განსაკუთრებული ინტერესი ძვირფასი და იშვიათი ლითონების მიმართ. ერთი ხანობა სწორედ ,,როსიისკი კრედიტი,, აკონტროლებდა ოქროსმომპოვებელ სფეროს რუსეთის ფედერაციაში, აძლევდა რა მოწადინებულებს კრედიტს  გამოშვებული პროდუქციის გირაოთი.

ყოველწლიურად ასობით ტონა ,,ყვითელი მეტალი,, გამოშვებული რუსეთში, ,,როსკრედიტის,, შუამავლობით გამართულად გადიოდა ექსპორტზე, რითაც უზრუნველყოფდა ივანიშვილის, მალკინისა და კომპანიისათვის ასეულობით მილიონი დოლარის სტაბილურ შემოდინებას.  1998 წლიდან, მიიღო რა ლიცენზია ძვირფასი ლითონის დაბანდებასა და განთავსებისა, ,,როსკრედიტი,, გახდა პირველი რუსული ბანკი, რომელსაც შეეძლო გარიგებები დაედო კერძო პირებთან, შიდა ბაზარზე ძვირფასი ლითონის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. 1998 წელს, რუსეთში დეფოლტის წინაპერიოდში, ,,როსკრედიტი,, ითვლებოდა აქტივების სიდიდით მესამე კომერციულ ბანკად რუსეთში.

რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ, ამ ფინანსურ სტრუქტურას ნელ-ნელა ჩამოართვეს ფაქტიურად მონოპოლისტის სტატუსი რუსეთის ოქროს ბაზარზე. ივანიშვილს არც ისე მაგრად ,,დააჭირეს,, როგორც ხოდორკოვსკის, თუმცა 2002 წელს მან საჭიროდ ჩათვალა საფრანგეთში წასულიყო და იქაური მოქალაქეობა მიეღო… ის იყო ერთ-ერთი მთავარი სპონსორი ,,ვარდების რევოლუციის,, (ამაზე 1 მილიარდი დოლარი დახარჯა)  და მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარი. ივანიშვილმა 2004 წელს თავისი მეტალურგიული აქტივები ალიშერ უსმანოვზე გაყიდა, 2007 წელს კი ,,როსკრედიტის,, ბრიჯ-სტრუქტურა ,,იმპენქს-ბანკი,,  მან და მალკინმა 550 მლნ. დოლარად Raiffeisen Zentralbank Österreich-ს რუსულ ფილიალს მიჰყიდეს. ,,08.08.08 ომის,, შემდეგ,  როდესაც სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის მიმართ, შეჩერებული იქნა რუსული ჯარის მიერ, ივანიშვილი ოფიციალური თბილისის ოპოზიციაში გადავიდა, ხოლო 2011 წლის ოქტომბერში, მიმართა რუსეთის ხელისუფლებას მოქალაქეობის შეჩერების შესახებ.

თავდაპირველი ,,როსკრედიტის,, მეორე თანამფლობელი  ვიტალი მალკინი, ასრულებდა წარმომადგენლობით ფუნქციას… იყო ,,სემიბანკირშინას,, მონაწილე 1996 წელს, რუსულ-ებრაული კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, ფედერაციის საბჭოში ბურიატიის რესპუბლიკის სენატორი და ასრულებდა საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორც ,,იუკოსის საქმეში,, ასევე ,,მაგნიტსკის საქმეში,, რითაც გასაგებია, რომ ,,როსკრედიტის,, გაყიდვა იძულებითი და ნაწილობრივ ფიქტიური ნაბიჯი იყო ,,ივანიშვილის წრიდან,, … ივანიშვილის, რომელიც ამ დრომდე ანხორციელებს ამ ბანკის მუშაობის ფაქტიურ კონტროლს, ახალი ფორმალური მფლობელების პოლიტიკურ საფარქვეშ, რომლებიც ,,კავშირზე გადიან,, ვალენტინ იუმაშევის, ალექსანდრ ვოლოშინის და სხვების ,,ოჯახურ,, დაჯგუფებასთან.

სწორედ ამიტომ, ,,როსიისკი კრედიტისათვის,, ლიცენზიის ჩამორთმევა, ცენტრობანკის და დღევანდელი რუსული ,,სახელისუფლებო ვერტიკალის,, მხრიდან რიგითი ნაბიჯი სრულიადაც არაა… ეს კარგად დამიზნებული ,,გამაფრთხილებელი გასროლაა,, როგორც დღევანდელი ოფიციალური თბილისის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო დროს უკრაინულ მოვლენებთან აშკარა კავშირში ძალიან გულმოდგინებით პედალირებენ ,,ტერიტორიული მთლიანობის თემას,, (აფხაზეთისა და ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე), ასევე ,,პროელცინური,, ლიბერალური დაჯგუფების მიმართაც, რომელიც რუსეთის შიგნით ინარჩუნებს საკმაოდ დიდ პოლიტიკურ, ფინანსურ და ინფორმაციულ პოტენციალს და იმ ემიგრანტების მიმართაც, რომლებიც მიხეილ ხოდორკოვსისა და რუსეთის ექს-საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი კოზირევის სახით გვევლინებიან… კოზირევის, რომელიც სულ უფრო და უფრო ღიად და ხმამაღლა საუბრობს რუსეთში პოლიტიკური სისტემის შეცვლასა და პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე. ალბათ ზემოჩამოთვლილი ,,ცხელი თავების,, ამ გზით ,,გაცივება,, ნაკლებად არის შესაძლებელი, თუმცა ზოგიერთი მათგანი აუცილებლად დაფიქრდება, რომ ,,გამაფრთხილებელ გასროლას,, შემდგომ შეიძლება უკვე ,,გამანადგურებელი გასროლა,, მოჰყვეს.

ოლეგ შუკინი ,,ჟურნალისტკაია პრავდა,, 

banner
წინა სტატიაშიგუშინ– უკვე იყო და ხვალ– შეიძლება აღარც იყოს!
შემდეგი სტატია,,ისლამური სახელმწიფო,, თურქეთს ტერაქტებით ემუქრება