გალში საკადრო წმენდა მიმდინარეობს

გასულ სასწავლო წელს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურსა და წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის სკოლებში 30-მდე მოსწავლე დადიოდა. ამ დროისთვის გაურკვეველია მისცემენ თუ არა მოსწავლეებს რუსი ოკუპანტები უფლებას იარონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მეზობელ რაიონებში სასწავლებლად.

გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობა, გალის ახალი ადმინისრაციისაგან ისევ შევიწროებას განიცდის…

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ამ წუთებში გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში ელოდებიან გალის რაიონის ე.წ გამგებელს თემურ ნადარაიას. ნადარაია ბოლო დროს სოფლებში ატარებს კრებებს და ათავისფლებს ანქვაბის და ბაღაფშის დროს დანიშნულ გამგებლებს. გუშინ მან კრება ჩაატარა სოფელ ფიჩორში და ამ სოფლის გამგებელი ზურაბ ქიშმარია გაანთავისუფლა გამგებლის თანამდებობიდან. ცნობისთვის ზურაბ ქიშმარია არის გალის ყოფილი დე-ფაქტო გამგებლის რუსლან ქიშმარიას ბიძაშვილი, ეროვნებით ქართველი, რომელიც ქიშმარიებმა გაზარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ქიშმარია არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელმაც ფეხი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა.

ქვემო ბარღების გარდა ქიშმარიას კადრებად მოიაზრებიან გალი რაიონის დაბალი ზონის სოფლის გამგებლები. როგორც ამბობენ გალის რაიონი ქიშამარიას კადრებისაგან უნდა განთავისუფლდეს. რაც შეეხება სოფელ ფიჩორის გამგებელს, ის ნადარაიმ იმიტომ გაანთავისუფლა, რომ მისი სოფლის მოსახლეობა არ იხდიდა მიწის გადასახადს.  ფიჩორის გამგებელს  ნადარაიასთან შელაპარაკება მოუვიდა… მან ნადარაიას განუცხადა, რომ მოსახლეობას არააქვს საშუალება მიწის გადასახდი გადაიხადოს, მითუმეტეს რომ ეს ტერიტორია არ იძლევა შემოსავლს, რადგან იქ არაფერია დარგული თუ დამუშავებული…. ამის გამო სოფლის გამგებელი ადგილზევე გაანთავისუფლეს დაკავებული თანდებობიდან.

,,თაიმერის,, წყაროს ინფორმაციით,  ჯერჯერობით უცნობია რა მოხდება დღეს პირველ ოტობაიაში გამართული კრების შემდგომ… თუმცა ცნობილია, რომ დე-ფაქტო გამგებელი თემურ ნადარაია ცდილობს თავისი პირადი კადრებით ჩაანაცვლოს ქიშმარიას, ანქვაბისა და ბაღაფშის დროს დანიშნული გამგებლები და გაზარდოს მიწის გადასახი.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე: თუ რამე უფრო უკეთესს და რაციონალურ წინადადებას შემოიტანს ეროვნული ბანკი, ამას განვიხილავთ
შემდეგი სტატიაკუდამოძუებული ხალხი და მოგულავე ხელისუფლება