გალში რუსულის არმცოდნე ბავშვებს რუსულად სწავლას აიძულებენ… (VIDEO)

გალში რუსულის არმცოდნე ბავშვებს რუსულად სწავლას აიძულებენ.

გალში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას, რომ ბევრი პრობლემა აქვს, ეს არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ამ მრავალრიცხოვან პრობლემებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი, დოკუმენტაციის მოუგვარებლობა, ტრანსპორტი და მოზარდებისთვის საშუალო განათლების პრობლემაა, რადგანაც წელს გალის ყველა სკოლა რუსულ ენაზე სწავლებაზე გადავიდა…

გალის მოსახლეობის განცხადებით, მათ არააქვთ ელემენტარული საბუთები და ითხოვენ დე-ფაქტო ხელისუფლებისაგან ამ პრობლემის მოგვარებას… სკოლებში კი, მშობლები ითხოვენ, რომ რუსულ ენაზე სწავლება პირველი-მეორე კლასიდან დაიწყოს, რადგან უკვე მესამე კლასიდან, ბავშვებს, რომელთა ვერც მშობლები და ვერც მასწავლებლები ვერ ფლობენ რუსულ ენას სრულყოფილად,  ყველა საგნის  სწავლა რუსულ ენაზე უჭირთ.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიშოთა არველაძის დარჩენა ,,ტრაბზონსფორში,, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…
შემდეგი სტატიაშსს-მ 194 აბი ე.წ. ექსტაზი ამოიღო