გალში ე.წ. კანონიერი ქურდის სახლი გაძარცვეს

გალის რაიონის სოფელ წარჩეში ე.წ კანონიერი ქურდის, თამაზ ფიფიას იგივე “თამაზ სუხუმსკის” სახლი გაძარცვეს. მძარცველებმა საოჯახო ტექნიკა,საგვარეულო იარაღები და ძვირფასეულობა წაიღეს. როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი მძარცველებს არა მარტო ე.წ აფხაზი სამართალდამაცავები, არამედ ქურდული სამყაროს წარმომადგენელებიც ეძებენ. მიუხედავად იმისა რომ თამაზ ,,სუხუმსკი” რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ე.წ შავი სამყაროს წარმომადგენელებს მისი ოჯახის მიმართ სოლიდარობა აქვთ გამოცხადებული.

კანონიერი ქურდი თამაზ ფიფია იგივე “თამაზ სუხუმსკი” 2012 წელს 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“ნაცმოძრაობა” – შუალედურ არჩევნებში კანდიდატები არ გვეყოლება, თუმცა, ვისარგებლებთ უფასო სარეკლამო დროით
შემდეგი სტატია„ოცნების“ „რუხი კარდინალისა“ და პატარკაციშვილის ქვრივის საიდუმლო შეხვედრა სად და როგორ გადაწყდა ინგა გრიგოლიას „რეაქციის“ დახურვა