გალში გაურკვეველი სროლა და აფეთქებებია

დედებს მოგი@@@ავთ ვის აძლევთ ინფორმაციას?!

წყარომ, რომელიც ,,თაიმერს,, გალის რაიონიდან დაუკავშირდა, ჩვენთან საუბარში დაადასტურა ინფორმაცია ამ რაიონში სროლებისა და აფეთქებების შესახებ….

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სროლები და აფთქება 23 აპრილს დილიდან  სოფელ სიდასთან დაიწყო, რამაც მოსახლეობა იმდენად შეაშინა, რომ სოფლის მოსახლეობის ნაწილმა უკვე დატოვა საცხოვრებელი ტერიტორია და ტყეს აფარებს თავს…

,,დილიდან სიდას მხრიდან სროლისა და აფეთქებების ხმა გვესმის… ეს ხმები იმდენად დიდია, რომ რაიონის თითქმის ყველა კუთხეში ისმის… გავიგეთ, რომ სიდაში ყოფილი კოლონიის  შენობა იწვის… არ ვიცით რა ხდება… არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან ოფიციალურად… ზოგი ამბობს, რომ რუსები წვრთნებს ატარებენო, ზოგიც დამნაშავეს აკავებენო… ზუსტად არაფერი ვიცით, ხალხი შეშინებულია,, განაცხადა ,,თაიმერთან,, საუბრისას გალის მაცხოვრებელმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ლუკაშენკო: ჩვენ არასოდეს გვიღალატია თქვენთვის
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა: “ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”