გალში აფხაზებმა ორი ქართველი დააპატიმრეს

016774f185bb2f276a601cfb05d40a00აფხაზეთის დეფაქტო შსს-ს, უშიშროებისა და რუსული ,,ფეესბე,,ს სასაზღვრო ძალების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიების შედეგად, დადგენილნი და დაკავებულები არიან მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილები, გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიას მცხოვრებლები გელა და ნუკრი კორკელიები, რომლებიც სამართალდამცავების აზრით, ადამიანის გატაცებაში და ბანდიტიზმში შემჩნეულ შეიარაღებულ ბანდ-ფორმირებებს ყოველნაირად უწყობდნენ ხელს. სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ დაკავებულები შეიძლება რუსი და აფხაზი სამართალდამცავების მკვლელობის თანამონაწილეებიც იყვნენ.

ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია, მიმდინარე წლის 12 იანვარს, ბანდიტურ დაჯგუფებასთან შეტაკებაში დაღუპული აფხაზი და რუსი სამართალდამცავების დაღუპვის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა. აღსანიშნავია რომ 12 იანვრის ოპერაციაში, სამართალდამცავების მიერ 3 ქართველი ეჭვმიტანილიც, აქუბარდია, ხარგელია და ხურცილავა იქნენ ლიკვიდირებულები, რომელთა გვამების გადმოცემაზე, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება დღემდე უარს აცხადებს. აფხაზი სამართალდამცავების განცხადებით,  მოკლე ხანში ბანდის სხვა წევრებიც გამოვლენილი და დაკავებული იქნებიან.

banner
წინა სტატიაშისაჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი: რუსეთს საქართველოსთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია