გალის რაიონის სოფლებში ყოველდღიურად სპეცოპერაციები ტარდება- უახლესი ინფორმაცია ცხელი წერტილიდან

12 იანვრისცნობილი მოვლენების შემდეგ, გალის რაიონის სოფლებში ყოველდღიურად სპეცოპერაციები ტარდება. აფხაზი ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის მებრძოლები და რუსი ოკუპანტები ერთობლივ ოპერაციებს ატარებენ. ყოველ ღამე ხდება ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების დაკავება. თუმცა აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა დიდი ნაწილი გაათავისუფლეს.

ბოლო დროს კი 5 ქართველი დააკავეს- ძმები ორჟონიები ფიჩორიდან და ბიძაშვილები ჯოჯუები ოტობაიადან.  არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები ამ დროისათვის სოხუმში არიან გადაყვანილები. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ ისინი დაახლოებით ერთი თვის წინ ოტობაიაში მომხდარ ფაქტში არიან ეჭვმიტანილები. თუმცა ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ამბობს რომ უდანაშაულო ბიჭები დააკავეს და მაყურებლები, ყაჩაღები და კრიმინალებთან შეკრული აფხაზი მილიციელები ისევ მშვიდად დათარეშობენ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ვაზაგაშვილის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიანატო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროების და მძიმე ტექნიკის რაოდენობის გაზრდას ადასტურებს