გალის რაიონის საბაჟოს უფროსი მოკლულია

გალის რაიონის საბაჟოს უფროსი მოკლულია

გალის რაიონის საბაჟოს უფროსი მოკლულია“გალის საბაჟოს სამმართველოს ხელმძღვანელი ბესლან მალაზონია გუშინ უცნობმა პირებმა მოკლეს”-ამის შესახებ გალის რაიონის პროკურორი კახა პერტაია ავრცელებს ინფორმაციას.

“საკუთარ სახლამდე 100-150 მეტრის სიშორეზე მან მანქანა გააჩერა. შესაძლოა ის იცნობდა პირებს, რომლებმაც ის გააჩერეს, თუმცა, ამის დარწმუნებით თქმა არ შემიძლია. შემდეგ მან გზა გადაჭრა, შემდეგ კი, ეტყობა ის სასაფლაოებამდე წაათრიეს, სადაც აღმოჩენილ იქნა კიდეც მისი გვამი, რომელსაც ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი” – განაცხადა პერტაიამ.
შემთხვევა დაახლოებით 5 საათზე მოხდა.

მალაზონია აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვებული იყო ორდენით–”საბაჟოს საუკეთესო თანამშრომელი”.

banner
წინა სტატიაშიბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის მოწყობის ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიასაინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს