გალის რაიონის პირველკლასელებმა ე.წ. საზღვარი ვერ გადმოკვეთეს

გალის რაიონში მცხოვრებ პირველკლასელ მოსწავლეებს ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის უფლება აღარ აქვთ. წალენჯიხის რაიონის სოფელ წოუშის საჯარო სკოლაში, დღეს მხოლოდ 11 მაღალკლასელი მოსწავლე გადმოვიდა. სამმა პირველკლასელმა მოსწავლემ კი ე.წ. საზღვრის გადმოკვეთა ახალი წესების გამო ვეღარ შეძლო. წალენჯიხის რაიონის გამგებლის გოგა გულორდავას ინფორმაციით სოფელ ფახულანშიც  გადმოსული 12 მოსწავლეც მაღალკლასელია. რაც შეეხება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს დე-ფაქტო ადმინისტრაციის განკარგულების თანახმად მათ საშუალება აღარ ეძლევათ დაიწყონ ან გააგრძელონ სწავლა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლებში. ისინი გალში რუსულ ენაზე ისწავლიან.

როგორც ,,თაიმერის” კორესპონდენტი  ადგილიდან იუწყება  ე.წ. საზღვართან დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, გალის რესურსცენტრის უფროსი და რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ქართული მხარე აცხადებს რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოიყენებს.

 

 

banner
წინა სტატიაშიმამაჩემი გმირია–შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში წაიყვანა
შემდეგი სტატია,,აუცილებელია, მოვახდინოთ რევოლუციური გარდაქმნები მოსახლეობასა და პარლამენტში მათ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში”