გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი

კახა კალაძე ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არმაზ ახვლედიანის მიერ პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას "ღირსეულ გადაწყვეტილებად" აფასებსგაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ ტარიფის მომატებაზე იქნება საუბარი, მთავრობამ უნდა იმსჯელოს, მოხდება თუ არა სუბსიდირება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფი გაიზრდება.
“კომპანიებმა შეიტანეს განაცხადი მარეგულირებელ კომისიაში. მარეგულირებელი კომისია არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და ის ვალდებულია დათვალოს, შეუქმნა თუ არა რაიმე პრობლემა ლარის დევალვაციამ კომპანიებს. შესაბამისად, მას 10 სექტემბრამდე აქვს ვადა მოახდინოს ტარიფის გადათვლა. თუ იქნება ტარიფის მომატებაზე საუბარი, ეს ყველასთვის იქნება ცნობილი. მთავრობამ შემდეგ უნდა იმსჯელოს, ისევ სუბსიდირებას მოახდენს თუ მოხდება მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფის მომატება”, – განახცადა კალაძემ.
მისივე თქმით, თვითონ სუბსიდირების მომხრე არ არის. “მე ზოგადად სუბსიდირების მომხრე არ ვარ. ეს გარკვეულ ეტაპზე მიზანშეწონილი იყო, მაგრამ გრძელვადიან ეტაპზე ეს იქნება მძიმე ჩვენი ბიუჯეტისთვის და მძიმე კომპანიებისთვის”, – აღნიშნა კალაძემ.
ენერგტიკის მინისტრის განცხადებით, ტარიფებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირება არ ჰქონია. “არავისთან დაპირისპირება არ მაქვს. მე თუ ვინმესთან მაქვს დაპირისპირება, ეს ხდება ღიად. მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ამაზე ღიად ვსაუბრობ”, – აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიის, რომ ეკლესიის მსახურმა სიჩქარეს გადააჭარბა,ავარიაც მოახდინა და ეს დავფაროთ,არაფერი ვთქვათ, ეს არ არის სწორი–ბიძინა ივანიშვილი
შემდეგი სტატიაქართველი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა