გაზპრომი ის კომპანიაა, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ

20140521143857kordzaiaგაზპრომთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. რესპუბლიკური პარტია ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად გამოსაჩენ სიფრთხილეზე საუბრობს და მათ ახსენებს, რომ გაზპრომი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან სანქცირებული კომპანიაა.

„ვფიქრობ რომ სწორია, რომ ასეთი სერიოზული დისკუსია დაიწყო გაზპრომთან დაკავშირებით, რადგან გაზპრომი არ არის მხოლოდ კერძო ურთიერთობის ნაწილი, რადგან ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია კარგად არის შეწყობილი რუსულ პოლიტიკასთან და შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ის არის რუსული პოლიტიკის გაგრძელება. გაზპრომი ის კომპანიაა, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, ამიტომ ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს,“ – აცხადებს თამარ კორძაია.

banner
წინა სტატიაშიეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება
შემდეგი სტატია“მილი თუ კარგად დატვირთული არ არის შეიძლება გაფუჭდეს კიდეც” – ზურაბ ტყემელაძე “გაზპრომზე” საუბრობს