გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი სამგრელოს გუბერნატორს ლევან შონიას მიმართავს

გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი სამგრელოს გუბერნატორს ლევან შონიას მიმართავს

გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი სამგრელოს გუბერნატორს ლევან შონიას მიმართავსგაზეთ „მარტვილის“ რედაქტორმა ფაუსტ ნადარაიამ „თავისუფალ პრესასთან“ საუბარში განაცხადა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ნაციონალებთან კოჰაბიტაციაში იმყოფება და იგნორირებას უკეთებს იმ ადამიანებს, რომელთა მხრებზე გადაიარა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმა. ნაციონალური მოძრაობის ის აქტივისტები, რომლებიც ადრე გაქანებული მიშისტები იყვნენ და ნაცების წინაშე თავმოსაწონებლად ბიძინა ივანიშვილსა და მის მხარდამჭერებს დედას აგინებდნენ, დღეს მარტვილის გამგეობაში თბილად არიან მოკალათებულნი და აქეთ უპირისპირდებიან ოცნების აქტივისტებს.ხოლო რაც შეეხება იმ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიდანვე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ეწეობდნენ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგაც, უარს ეუბნებიან სამსახურში მიღებაზე, რომ მათ ნაცვლად ისევ ნაცები ან „გაოცნებებული“ ნაცყვარყვარეები დანიშნონ.
დღეს მარტვილში უკვე ყველა ხვდება, ამგვარი საკადრო პოლიტიკის მავნებლობას და ამიტომ ითხოვენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავჯდომარის გადადგომას. თუმცა, ამ საქმეს მარტო კომისიის გადადგომა არ შველის.
გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორის აზრით, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა არაფრად ჩააგდეს საქართველოს პრემიერის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც ცნობილი განცხადება: „ჩვენ გვერდით უნდა ამოვიყენოთ და იმედები არ გავუცრუოთ იმ ადამიანებს, რომლებიც პირველივე დღიდან ჩვენთან იდგნენ და ჩვენთან ერთად ებრძოდნენ სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს“.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა პირიქით, ყველაფერი ამ განცხადების საწინააღმდეგოდ გააკეთეს, თითქოს პრემიერს მათ გასაგონადაც არ ეთქვას ეს სიტყვები: „მივმართავ ყველას, რომ აღარ დავუშვათ არსად, არც ერთ რაიონში ე.წ კოჰაბიტაცია! ეგ იქნება ჩვენი სირცხვილი…“
ბოლოს კი, გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი მეტად ხმამაღალ განცხადებას აკეთებს და ღიად მიმართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ბატონ ლევან შონიას:
„დიდად პატივცემულო ბატონო ლევან, თუ კი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ალექსანდრე გრიგალავა გამგეობაში უშუალოდ მის მიერ დანიშნული კადრებიდან (მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელები), ორ პიროვნებას მაინც დაასახელებს ისეთს, ვისაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ერთი საჯარო განცხადება მაინც აქვს გაკეთებული იმ უზნეობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა საქართველოში, მე იმ დღიდან გადავდგები გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორობიდან და შევწყვეტ ამ გაზეთის გამოშვებას. ხოლო თუკი, ის ამას ვერ შეძლებს, თქვენგან მოვითხოვ ამ საქმეში უფრო აქტიურად და ობიექტურად ჩარევას, რათა რაც შეიძლება მალე მოეღოს ბოლო მარტვილში იმ სამარცხვინო კოჰაბიტაციას, რაზედაც პრემიერიც ბრძანებს: „ეგ იქნება ჩვენი სირცხვილი“.

banner
წინა სტატიაში„მოუთმენლად ველი როდის შეიტანენ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ“-ირაკლი კორძაია ჯანყარაშვილის ადვოკატს მიმართავს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის გამოძიების შედეგები მალე დაიდება