გავრცელებულ აუდიო-მასალაზე სააკაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

მიხეილ სააკაშვილის განცხადება

გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე კომენტარს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს სატელეფონო ჩანაწერები ნაწილ-ნაწილ არის დამონტაჟებული.
,,სატელეფონო საუბრებს იწერენ, შემდეგ ნაწილ-ნაწილ ამუშავებენ პუტინის სპეცსამსახურები და სწორედ ამ ფორმით ხდება რუსული საიტების მიერ გავრცელება. ეს სრულიად აშკარად ატარებს მორიგი სპეცოპერაციის ხასიათს.
მე სხვა რამ უფრო მაღელვებს – ქვეყანას გვართმევენ და ზოგიერთი “ლიბერალი” მზადაა ჩემს მიმართ პირად კომპლექსებს და ჯიბრს გადააყოლოს ყველაფერი. ასე მოხდა 2012 წელს და ამავე გზას ადგანან დღესაც. საბედნიეროდ დღეისთვის ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების და მათი ადგილობრივი რეზიდენტის შემოგდებულ სატყუარას.
დარწმუნებული ვარ, რომ ყოველგვარი შანტაჟის და მუქარის მიუხედავად ქართველი ხალხი დაიცავს თავის თავისუფლებას და არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ვინაიდან დღეს ეს ერთი და იგივეა.
მე ჯერ კიდევ 2012 წელს ზუსტად ვიწინასწარმეტყველე, რომ ივანიშვილი აუცილებლად მიადგებოდა “რუსთავი 2”-ს. თუ ახლა არ მოხდა გაერთიანება და სიტყვის თავისუფლების დაცვა, რაც ერთი და იგივეა, მაშინ შეგვიძლია დავემშვიდობოთ თავისუფალი არჩევნების იდეასაც კი, და შემდგომში ბევრად უფრო დიდი ექსცესების ფასად დაგვიჯდება თავის დახსნა.
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!”- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელის ოფიციალურ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაშის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ დაუყონებლივი აღსრულება მოითხოვონ