„გავაანალიზეთ ბევრი რამ, რაც მომავალში უნდა გამოვიყენოთ ქალაქის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისას“

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მერიამ შეიმუშავა წესი, რათა მაქსიმალურიად ობიექტური ყოფილიყო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პროცედურები და არ დარჩენილიყო არცერთი ადამიანი სათანადო ყურადღების და რესურსების გადაცემის გარეშე.

„ეს ერთი თვე იყო ძალიან აქტიური მუშაობის პერიოდი სახელმწიფოს, კერძო სეტქორის, თითოეული ჩვენი თანაქალაქელის ერთმანეთის გვერდში დგომის პერიოდი. აქ გამოჩნდა მაქსიმალური კონსოლიდაცია, გამოჩნდა ის, რომ თითოეულ ადამიანს ძალიან უყვარს ჩვენი ქალაქი და თითოეულ მათგანს შეუძლია, რომ გადადგას თამამი ნაბიჯები და გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებით სჭირდებათ მათი მხარდაჭერა. ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით ის, რომ მაქსიმალურად გაგვეწმინდა დაზიანებული ტერიტორიები. თითოეულ ადამიანს ვისაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებოდა, შევძელით, რომ დავდგომოდით გვერდში და ისინი არ ყოფილიყვნენ გარეთ. შევძელით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და შევძელით, რომ გაგვეანალიზებინა ბევრი რამ, რაც მომავალში უნდა გამოვიყენოთ არა მხოლოდ ამ ტერიტორიების და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, არამედ საერთოდ მომავალში ქალაქგანვითარების პოლიტიკის დაგეგმვისას. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, უწყებას, მოხალისეს, ჟურნალისტებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში პირველივე წუთებიდან და ვინც ყველაფერს აკეთებთა თავის შესაძლებლობების ფარგლებში, რომ დახმარებოდა ქალაქს და თანამოქალაქეს. ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ თითოეულ თანამოქალაქეს და ვაანალიზებთ მათ საჭიროებებს, სწორედ ამიტომ გავაკეთეთ წესი, რათა მაქსიმალურიად ობიექტური ყოფილიყო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პროცედურები და არ დაგვრჩენოდა არცერთი ადამიანი სათანადო ყურადღების და რესურსების გადაცემის გარეშე. სამძებრო სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს შს სამინისტროს შესაბამისი უწყება და გვერდში უდგას მას თბილისის მერიის სამსახურები, ისევე როგორც სხვა უწყებები. ეს პროცესი დღემდე არ განელებულა, არ შეჩერებულა და გაგრძელდება ახლო მომავალშიც, რათა ყველაფერი მივიყვანოთ იმ კონდიციამდე, სადამდეც საჭიროა მათი მიყვანა“, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ მოქალაქეებისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევის კიდევ 5 ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – სადაც საჭირო იქნება, სადაც მეტყვიან, იქ დავრჩები