„გაერო-ში ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატება კიდევ ერთხელ დაფიქსირდა“

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავად მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებს.

„გაერო-ში ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატება კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. სულ უფრო მეტ საერთაშორისო მხარდაჭერას მოიპოვებს ქართული დიპლომატია. მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს გაწეული სამუშაოებისთვის. ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ ერთ მთლიან კონტექსტში. ქართული საზოგადოება ფიქრობს საქართველოს ერთიან მომავალზე და ჩვენ ნაბიჯებს სულ უფრო მეტი მხარდაჭერა ხვდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მხარი დაუჭირა. დოკუმენტს მხარი 75-მა ქვეყანამ დაუჭირა, 16 კი წინააღმდეგი იყო.

banner
წინა სტატიაში“ოლიგარქი ივანიშვილი ძირს უთხრის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას,”- პეტრე ცისკარიშვილი
შემდეგი სტატიაკოალიცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობაა